|
2021-06-05 17:41:58, 999 ნახვა
რეგიონი
გარემოსდაცვით ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტი გამწვანების და დასუფთავების აქციით შეუერთდა
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოსდაცვით ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტი გამწვანების და დასუფთავების აქციით შეუერთდა. სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო ფურტიოს ცენტრისა და ბაგა-ბაღის ეზოში. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ნენიის ხიდთან მდებარე დასასვენებელი საპიკნიკე ადგილი. გარემოსდაცვით აქციაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და საკრებულოს წევრი მირიან აბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გადასხვაფერის“ მონაწილეებთან და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობდნენ. ღონისძიების აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)