|
2021-06-05 10:28:38, 488 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ პრაქტიკული საგამოცდო პროცესისთვის მოტოპარკი განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი "KAWASAKI”-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა. ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს. დაინტერესებულ პირებს "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოტოციკლის - "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)