09:16 - 28 Jul, 2026
|
2021-06-04 17:19:55, 1665 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
დიდ ბრიტანეთში Pfizer-ის ვაქცინით 12-15 წლამდე მოზარდებიც აიცრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Pfizer-ის ვაქცინა ხსენებულ ჯგუფებში მაღალეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ჯონ რეინი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესი მაღალი დაკვირვების ქვეშ დაიწყება. „ავტორიზაცია არ დამტკიცდება, თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის აუცილებელი სტანდარტები“, - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის უკვე დამტკიცებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)