04:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 14:22:01, 1184 ნახვა

პოლიტიკა
„თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე - გიორგი ვაშაძე ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა

ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ზარქუას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მხარეებს შორის დაპირისპირება საპენსიო საკითხის განხილვას მოჰყვა.

„არც ერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ. საიდუმლო ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უბრალოდ უნამუსოები ხართ. ნორმალურად მოისმინე კითხვა და დააცადე პასუხი. ბოლოს და ბოლოს, მართლა გაჩუმდი, რა. ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი. ხელშეკრულება კი არა წიგნი „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე“, - მიმართა ვაშაძემ ზარქუას.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics