02:26 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 13:45:23, 456 ნახვა

საზოგადოება
მომსახურების სააგენტო ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, 2021 წლის 1 ივნისიდან დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში პირბადით გამოცხადდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics