03:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 12:33:54, 781 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუ „ნაცმოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო ჯგუფებში ვერ იმუშავებს

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.

„რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას მომავალშიც წარუმატებლობისთვისაა განწირულია. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნიქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს, იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტე ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური შედეგები ექნება.

უპირველესად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებთ. დარწუნებული ვართ, ნაციონალურ მოძრაობას საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და დოკუმენტზე ხელის მოწერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics