03:21 - 06 Aug, 2026
|
2021-05-31 10:08:21, 690 ნახვა
საზოგადოება
მაკა სულაძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენკას“ თანამშრომლები პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენკას“ თანამშრომლები პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქტივისტები კვლავ კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩებიან და მუშახელის გადაყვანის პროცესს შეაფერხებენ. „აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკას“ თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით“, - განაცხადა მაკა სულაძემ. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები კომპანია „ენკას“მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)