03:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 14:40:12, 582 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე გახარიაზე - დამოუკიდებლად არავითარი შესაძლებლობა და პერსპექტივა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი გახარიას და მის გუნდს დამოუკიდებლად არავითარი წარმატების შესაძლებლობა არ აქვს.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს საკუთარი ხედვების განვითარების რეალური პერსპექტივები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ჯგუფში ყოფნისას ჰქონდათ.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან არავითარი შანსი რაიმე რეალური წარმატებისა ამ ჯგუფს არ აქვს. მათ ჰქონდათ განვითარების და საკუთარი ხედვების განვითარების რეალური პერსპექტივები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ჯგუფში. დამოუკიდებელად არავითარი შესაძლებლობა და პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა მიზეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics