|
2021-05-29 12:53:32, 2436 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული სახეობის ნაზავია
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული სახეობის ნაზავია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ თან ლონგმა განაცხადა. როგორც „როიტერსი“ წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჰაერში სწრაფად ვრცელდება. გასული წლის განმავლობაში ვიეტნამი კორონავირუსის პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა, თუმცა ახლა ებრძვის ეპიდემიას, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. ვიეტნამში აპრილის ბოლოდან თითქმის 3600 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტს შეადგენს. „ახლად დაინფიცირებულ პაციენტებში გენეტიკური სეკვენირების შედეგად აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია, უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტის მუტაცია, რომელიც, თავდაპირველად, ბრიტანული შტამის მუტაცია იყო“, - განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიოს უახლოეს მომავალში აცნობებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)