|
2021-05-29 11:40:25, 549 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სწავლება გაიარეს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საგამოძიებო ორგანოების, გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; პირველადი კომუნიკაცია სავარაუდო მსხვერპლთან ან დაზარალებულთან; ბრაზის მართვა და აზროვნების შეცდომები. პროექტი - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, 2018 წლიდან ხორციელდება და 2022 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)