|
2021-05-28 13:24:00, 818 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება
ჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახმელეთო საზღვრების გახსნა, რეგიონში ტურიზმის აღდგენას სწრაფად მოახდენს. ,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)