|
2021-05-28 11:58:12, 1497 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% „ინდურ შტამთანაა“ დაკავშირებული
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თითქმის 75% ე.წ. ინდურ შტამთანაა დაკავშირებული. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის „ინდური შტამით“ ინფიცირების შემთხვევების რიცხვი კიდევ 3,535-ით გაიზარდა და 6,959-ს მიაღწია. როგორც მეთ ჰენკოკი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ინფიცირებათა შემთხვევების ზრდას ელოდა. „ბოლო შეფასებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი და პოტენციურად სამი მეოთხედი „ინდურ შტამს“ უკავშირდება. როდესაც სამოქმედო რუკა შევადგინეთ, ყოველთვის ველოდით ინფიცირებულთა ზრდას - პამდემია ჯერ არ დასრულებულა. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 61 ქვეყანაში არის დაფიქსირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)