|
2021-05-27 18:34:12, 1757 ნახვა
მსოფლიო
დიდი შვიდეულის ქვეყნები ბელარსთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ქვეყნები ბელარსთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარე საქმეთა მინისტრები დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავაბეას გმობენ. დიდმა შვიდეულმა ბელარუსს ჟურნალისტისა და მისი პარტნიორის სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ჩვენ დიდი შვიდეულის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, უმკაცრესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის, სოფია საპეგას დაპატიმრებას. ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ეკიპაჟის წევრებისა და სხვა მგზავრების უსაფრთხოებას. ქმედება იყო სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი წესების უხეში დარღვევა. ასევე ეს სერიოზული თავდასხმაა მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩისა და ბელარუსში დაკავებული სხვა ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)