|
2021-05-27 10:05:08, 786 ნახვა
რეგიონი
რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ. „ჩვენ გადავკეტეთ ორივე შემოსასვლელი გზა ხეობაში, ერთი ქუთაისიდან, მეორე რაჭიდან ლეჩხუმში შემოსასვლელი გზა. ორივე არის ჩაკეტილი კომპანიის სპეცტექნიკისთვის და ტრანსპორტისთვის, ამ შემთხვევაში შეეზღუდება გადაადგილება მხოლოდ კომპანიას და ეს რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მოსახლეობაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. შეგახსენებთ, რომ გუმათში სამართლადამცველებმა კვლავ რკინის ჯებირები აღმართეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)