|
2021-05-26 19:45:34, 854 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარია ლუკაშენოს განცხადებას, Ryanair- ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ უარყოფს
შვეიცარია ლუკაშენოს განცხადებას, Ryanair- ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ უარყოფს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის წარმომადნელმა „რია ნოვოსტისთან“ განაცადა. „ასეთი შეტყობინება შვეიცარიის ხელისუფლებას ბელარუსის მთავრობისთვის არ გაუგზავნია“, - განაცხადა პრესსპიკერმა პიერ-ალან ელშტინგერმა. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსმა შვეიცარიიდან მიიღო ელექტრონული წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. ამ მიზეზის გამო ბელარუსმა დისპეჩერმა თვითმფრინავის მობრუნების ბრძანება გასცა, აეროპორტში დამჯდარ თვითმფრინაში ბელარუსის პოლიცია შევიდა და დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავა. ბელარუსის მთავრობა მას ანტისახელმწიფროებრივი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)