|
2021-05-26 18:42:29, 490 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს
რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება. სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „POSTV"-ის ეთერში ისაუბრა. „გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)