|
2021-05-26 18:18:40, 745 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი - მივდივართ თბილისიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს, 26 მაისს, კვლავ რიონის ხეობაში ბრუნდებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალიტებს განუცხადა, შედეგი მიღწეულია, დედაქალაქის მოსახლეობამ შეიტყო აქციის მონაწილეების სამართლიანი, არგუმენტირებული პროტესტის შესახებ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა, ამიტომ, ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას. ჩვენ არასდროს არ უნდა აღვმართოთ ჩვენ თანამოქალაქეზე ხელი, ეს არის ჩვენი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა. არასდროს აღარ უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე დგას, წარმოადგენს სამართალდამცავ მხარეს, თუ უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, მთავარია, ჩვენ თუ ვართ მორალურად მართლები, თუ ჩვენ მხარეზეა ჭეშმარიტება და ვართ სიმართლის მატარებელი ნაწილი საზოგადოების, იმ მეორე ნაწილმა, ვინც ეს ჯერ ვერ გააცნობიერა, უნდა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ დათმოს უმრავლესობის მიმართ საკუთარი პოზიცია და გადმოვიდეს იქ, სადაც არის ჭეშმარიტება და სიმართლე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)