|
2021-05-26 11:43:20, 933 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა!
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს და ვიზიტორებს სხვადასხვა საინტერესო სიახლეს სთავაზობს. მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვს, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულოს. აღსანიშნავია, რომ სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა, რომელიც მარტივი საფეხმავლოა და ბუნებაში განტვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის პანორამული გადმოსახედის ხილვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვიზიტორთა მიღება დროებით შეჩერებულია სათაფლიას მღვიმეში, თუმცა სულ მალე აღდგება. ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპ-ლაინი განახლდა, რომლის სიგრძე 700 მეტრამდეა და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. სამუშაო საათები: პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00 სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00 ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00 ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 – 18:00 მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00 საყურადღებოა, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა დასაშვებია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი. მოგზაურთათვის რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად, ვებგვერდის https://guru.ge/ საშუალებით.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)