10:25 - 28 Jul, 2026
|
2021-05-25 23:31:17, 1526 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის წასახალისებლად 273 000 დოლარს გაათამაშებენ
პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის წასახალისებლად 273 000 დოლარს გაათამაშებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა გაავრცელა. „ჩვენ კიდევ ერთ სარეკლამო კამპანიას ვატარებთ. ჩვენ ჩავრთეთ სპორტსმენები, მსახიობები, გავლენიანი ცნობილი პირები. ამასთან ერთად კი დამატებით შემოთავაზებას ვამატებთ“, - განაცხადა პოლონეთის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა. პოლონეთის მთავრობა მოსახლეობის 69%-ის აცრას აპირებს. ასევე ცნობილია, რომ მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, რის გამოთაც ერთ მილიონ ზლოტს ათამაშებენ, რაც 273 000 დოლარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)