|
2021-05-25 16:49:27, 698 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ინსპექტორატის დირექტორი, ბრიგადის გენერალი რადიმ დრაგუნი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება ჩეხეთში წარგზავნილი საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი იოსებიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დირექტორმა, რადიმ დრაგუნმა ხელი მოეწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული დოკუმენტი მხარეებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულების თავიდან აცილებას, გამოვლენას აგრეთვე, დისციპლინური წარმოების მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მეშვეობით, სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, სტრუქტურას და ფუნქციებს. ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც იძიებს პოლიციელებისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილ დანაშაულებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)