|
2021-05-24 22:51:53, 1467 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მინსკში მომხდარ ინციდენტებს უკვაშირდება. ოფიციალურად საკითხს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერი ხვალ წარადგენს, სადაც გადაწყდება როდიდან შეწყდება ავიამიმოსვლა ბელარუსთან. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ავიაკომპანიის ეკიპაჟს ბელარუსმა თვითმფრინავში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ამცნო. თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსის პოლიციამ დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავა, რომელსაც გამოძიება მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)