|
2021-05-24 12:38:53, 983 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსის საგარეო უწყება - დასავლეთი Ryanair-ის ინციდენტზე ნაჩქარევ, პოლიტიზირებულ დასკვნებს აკეთებს
ბელარუსის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ Ryanair-თან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა მოხდეს. როგორც „რია ნოვოსტის“ ბელარუსის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზმა განუცხადა, მინსკის კომპეტენტური უწყებები მოქმედებდნენ დადგენილი საერთაშორისო წესების შესაბამისად. „ჩვენთვის გასაკვირია დაჩქარებული დასკვნები არაერთი ქვეყნისა და ევროპული სტრუქტურის მხრიდან. სიტუაცია პირდაპირ და აშკარად მწვავდება. ის განზრახ პოლარიზებულია, ჟღერს დაუზუსტებელი ბრალდებები“, - განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)