|
2021-05-24 11:11:04, 815 ნახვა
კომენტარი
კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ აქციაზე - არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი, ეს არ წაადგება საქმეს
მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, რას ითხოვს ხალხი, იყო გარკვეული მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა. კახა კუჭავას თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი არ წაადგება საქმეს. „მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ რას ითხოვს ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს და მართლა იყო დიდი რაოდენობით შეკრებილი ხალხი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია. არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს, არ ვიცი ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთხელ და საბოლოოდ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის დოკუმენტი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)