06:17 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 16:25:18, 577 ნახვა

საზოგადოება
„რიონის ხეობის მცველებმა“ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს

„რიონის ხეობის მცველებმა“ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს.

ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება გააგრძელებს სამოქალაქო პროტესტის დაიგნორებას, დედაქალაქის სრული პარალიზება განხორციელდება.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნების შესრულება უზრუნველვყოთ ჩვენთითონვე, ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ ყველა მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და ხელისუფლება ადეკვატური არ გახდება სახალხო პროტესტის მიმართ და ჩვენ არ ჩაგვთვლის, როგორც ერთადერთ და უალტერნატივო ძალად ამ ქვეყანაში.

ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი სიმრავლით, თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics