|
2021-05-20 22:08:37, 870 ნახვა
კომენტარი
გაეროს გენერალური მდივანი - თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა
„თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია მიუღებელია და ბრძოლა უნდა შეწყდეს. „შოკირებული ვარ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მიმდინარე საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გამო. დაბომბვებმა შეიწირა 200-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე, მათ შორისაა 60 ბავშვი და დაშავდა კიდევ ათასობით ადამიანი. „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ რაკეტების ქაოტურმა გაშვებამ ისრაელის ცენტრალური დასახლებული ტერიტორიებისკენ იმსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. შემძრა ინფორმაციამ, რომ ერთი ოჯახიდან 9 წევრი დაიღუპა ღაზაში მდებარე ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკში. თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის დღევანდელ ღაზაში ბავშვების ცხოვრება. ეს მიუღებელია. ბრძოლა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)