03:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 12:49:25, 741 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ქ. თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

„გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.

ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics