|
2021-05-19 15:54:41, 683 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს მომავალი ევროპულია“ - „ევრონიუსი“ სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
„საქართველოს მომავალი ევროპულია“ – აღნიშნული სათაურით გამოცემა „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სტატიას აქვეყნებს. „ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტზე და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე. „2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დააპირისპირა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. 2020 წლის შემოდგომაზე, იმ გამოწვევების გამო, რომლის წინაშეც რეგიონი სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აღმოჩნდა, აუცილებელი გახდა საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილიზაციის კონსოლიდირება. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს შუამავლობა პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს, 1-ელ მარტს. ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება იმის გამო, რომ აღნიშნულ შეთანხმებას შეუერთდნენ და ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა და მმართველმა პარტიებმა. აღნიშნული ხელშეკრულებით სრულდება კრიზისი, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვისა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უარი თქვეს უთანხმოებაზე ქვეყნის უკეთესობისკენ. აღნიშნული გაკეთდა ნამდვილად ევროპული სულისკვეთებით, აღორძინდა საქართველოს იმიჯი. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა“, - აღნიშნულია სტატიაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)