08:11 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 14:58:40, 519 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯები, მათ გამყარება და წახალისება სჭირდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დმანისში არსებული კონფლიქტის დარეგულირება არის სასიხარული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც სჭირდება გამყარება.

„გუშინ მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ჩვენთვის ეს არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და დღეს ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რომ საბოლოოდ მოხდეს აღმოფხვრა ყველა იმ საფუძვლებისა, რომელზეც შესაძლოა, მომხდარიყო მსგავსი უსიამოვნება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დმანისში მომხდარი მოვლენების უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარე ძალისგან იყო ინსპირირებული.

„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები“, - დასძინა დეკანოზმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics