15:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 23:01:06, 700 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - პარტიაში ყველას ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი

„პარტიაში ყველას ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატნს არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე დაასახელებს.

„მიღებული პრაქტიკაა, რომ კანდიდატები სახელდებიან, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე. ბუნებრივია, პარტია ამ შემთხვევაშიც ასე იმოქმედებს. 

კახი კალაძეს უნდა თუ არა, ამას ვიტყვით სათანადო დროს, როდესაც დასახელდებიან კანდიდატები.

იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, ეს თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის პოზიციაზე. ამასაც მოისმენთ ახლო მომავალში.

პარტიაში ყველას, 36 000-ვე წევრს, ბუნებრივია, ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics