11:31 - 28 Jul, 2026
|
2021-05-18 18:12:41, 1216 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობამ სეუტაში, მაროკოს საზღვართან მიგრანტების შესაჩერებლად სამხედრო დანაყოფები გააძლიერა
ესპანეთის მთავრობამ სეუტაში, მაროკოს საზღვართან მაროკოდან შემომავალი მიგრანტების შესაჩერებლად სამხედრო დანაყოფები გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, მაროკოდან ესპანეთის მფლობელობაში მყოფი ტერიტორიის მიმართულებით, ათასობით მიგრანტი აპირებდა წასვლას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს ქვეყნისთვის და ევროპისთვის კრიზისის მომტანი იქნებოდა. როგორც გაირკვა გასულ ორ დღეში მარკოდან მიგრანტების დიდმა ნაწილმა შეძლო შეეხწია სეუტაში, მათმა ნაწილმა ქვეყანაში შეღწევა ზღვით მოახერხეს. ამ დროისთვის ესპანეთი სამხედრო ძალები სახმელეთ და საზღვაო საზღვრებს მკაცრად აკონტროლებენ. ოფიციალური მონაცემებით, კი სეუტაში 6 ათასმა მიგრანტმა უკვე მოახერხა შეღწევა, საიდანაც 2 700 უკან გააბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)