09:12 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 14:07:14, 653 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები)  მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics