09:12 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 13:09:11, 530 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ

კვების ობიექტები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მათავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი.  დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics