|
2021-05-17 10:31:52, 569 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს. მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე. სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე. აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)