|
2021-05-14 18:48:47, 848 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებებმა დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა. „მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)