|
2021-05-14 14:47:50, 798 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, „ენმ“-ის უმრავლესობას პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს
ძალიან ბევრ ადამიანს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება. „ძალიან ბევრ ადამიანს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შესაძლებელია, მეც მქონდეს უკვე მიღებული. წინ ბევრი არაფერი მიდგას, რომ დღეს საღამოს ჩავატარო ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება და ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში. განგებ არ ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ ვთქვი არაერთხელ და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. არ მინდა უპატივცემულობა დავაფიქსირო ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)