|
2021-05-13 13:11:43, 626 ნახვა
პოლიტიკა
ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტის ბიუროს წარედგინა
2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ორივე კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა. წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტის თანხმად, ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამდენად ის გამორიცხავს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოვლენილი დანაშაულების ამნისტირებას.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)