|
2021-05-12 18:25:08, 663 ნახვა
პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩუსი - უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო
ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში იყო უპრეცედენტო, ამასთანავე ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ლიეტუვიდან, პეტრას აუსტრევიჩუსმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით გამართულ ონლაინდისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო და ახლა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოს შეთანხმება. „ამ შეხვედრის მიზანია არა საქართველოს კრიტიკა ან ისედაც ცნობილი პრობლემების განხილვა, არამედ დასკვნების გაკეთება, რომ მივიღოთ გაკვეთილი არსებული სიტუაციიდან და მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბოლო პერიოდი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზებითა და დაძაბულობით ხასიათდება. ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა და საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური ხედვის თანახმად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ჩართულობა მსგავს პროცესში იყო უპრეცედენტო. მეორე მხრივ, ევროკავშირის მონაწილეობა იყო ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო და ახლა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოს შეთანხმება - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)