|
2021-05-10 22:24:12, 796 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა, სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა
„კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა, სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება ხაზგასმაა მძევლებით ვაჭრობის. „რეალურად კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა. სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა. ვინც იტყვის, რომ ამ შეთანხმების დამაკმაყოფილებელი შედეგია, რომ თავისუფალია მელია და რურუა, ჩემი აზრით, ღრმად ცდება, იმიტომ, რომ ეს სწორედ ხაზგასმაა მძევლებით ვაჭრობის, რაც სახიფათო პრეცედენტია. პირიქით შეიძლება ითქვას, ბოიკოტის და მელიას გადაწყვეტილების, რომელთა შედეგადაც ის ციხეში აღმოჩნდა, შედეგია მიღებული დოკუმენტი, ოღონდ არასაკმარისი შედეგი და არა პირიქით. თუკი რამეზე იყო კონსენსუსი და თუკი ვინმესთვის იყო უზარმაზარი პრობლემა, ლეგიტიმურად აუტანელი, მელიას პატიმრობა, ეს იყო ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამ თვალსაზრისით, პატარა ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაგრამ სულ პატარა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)