|
2021-05-10 18:49:33, 855 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - განსაკუთრებული მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება
განსაკუთრებული მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა მელიამ მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო პარტნიორებსა და ელჩებს მადლობა გადაუხადა. „მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც ქვეყანაში სტაბილურობას გულშემატკივრობს. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ვუსვამ ხაზს, მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)