07:24 - 07 Jul, 2026
|
2021-05-09 20:23:08, 677 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას
ფაშიზმის დამარცხების 76 -ე წლისთავთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მათ ქალაქში მდებარე 1941-1945 წლების ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს. კასპის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ მათგანი 1000 ლარით დაასაჩუქრა. ომის თითოეულ ვეტერანს ერთჯერადი 1000 ლარი სახელმწიფოსგანაც გადაეცემა. კასპელ ომის ვეტერანებს კარფურის, თბილისის მოლის წარმომადგენლებმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, მხარის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტაგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)