|
2021-05-07 22:00:47, 1059 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - რაც ვიხილეთ ზურაბიშვილისგან არის საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობა
„რაც ვიხილეთ ზურაბიშვილისგან არის საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საუბარი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვა იყო. „რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოცარი, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობისა, მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის, მისი, მისი გარემოცვისა და ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის მხრიდან. რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვისა და მერე ეს ვითომ არგუმენტი, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ კონსულტაცია და განხილვები არ ყოფილა და ამის გამო, რაღაც მუხლები საკამათოა, ნებისმიერ წამს შეიძლება, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს. სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)