|
2021-05-06 15:54:35, 647 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს
„დიდი ალბათობით, არა“, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა თავს თბილისის მერობის კანდიდატად. როგორც მან აღნიშნა, კარგი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მზად არის, საკუთარი ამბიციები უკან გადაწიოს. „საბოლოო გადაწყვეტილებებს ვერ ვიტყვი, ჩემს პოლიტსაბჭოსთან უნდა იყოს განხილული ეს საკითხი, სადაც არის განსხვავებული აზრები. ვფიქრობ, ახლა ის დროა, ცოტა ჩემს პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს ვხედავ იმაში, რომ მაინცდამაინც ჩვენ კი არ ვიყოთ ყველგან, ჩამოვაყალიბოთ კარგი, მძლავრი გაერთიანება. ჩემთვის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და არა პერსონალურად ჩემი გამარჯვება. პირდაპირ ვამბობ, რომ თუ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, მე მზად ვარ, ამბიციები უკან გადავწიო და შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს, ყველა იმ კანდიდატს, ვინც უნდა მოიგოს საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)