|
2021-05-04 12:29:12, 785 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მერმა საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. წითელი ჯვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვემო ქართლში ვაქცინაციის მსურველებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ დახმარებას გაუწევს, რათა მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის გავლა. ვაქცინაციის მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 2 501 105 დარეკონ, რის შემდეგაც მოხალისეები მათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან. დავით შერაზადიშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)