|
2021-04-29 15:11:55, 875 ნახვა
რეგიონი
ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან - პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა
მარნეულის მერიასთან ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები შეიკრიბნენ და აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ. მერიასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცათ. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორისაა გიორგი მუმლაძეც. „გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს და დატყვევებული ყავთ მარნეულის პოლიციაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს ჩამოვიდეს აქ და მხარი დაუჭიროს სამართლიანობისთვის და საკუთარი ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს“, - წერს ალიკა კუპრავა. ცნობისთვის, სიმონ მუმლაძე აცხადებს, რომ ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები კი ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მუმლაძე კვლავ სამსახურში აღადგინონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)