|
2021-04-28 16:40:01, 676 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, შესაბამისი შეღავათები დაწესდეს როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინით ორჯერადი აცრა 4 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდატის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ ამ ადამიანებს და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას. ადამიანებს, ვინც უკვე ორჯერად არის აცრილი მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ, მაგრამ აუცილებლად მოეთხოვებათ დახურულ სივრცეებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)