|
2021-04-28 16:23:27, 581 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთო ადგილზე ჩამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთო ადგილზე ჩამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე, სოფელ მლეთაშია ჩამოყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ დაარჩენა მოუწია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ. ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)