|
2021-04-28 16:14:07, 413 ნახვა
საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის აპრილის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გრძელდება, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, 200-ლარიანი დახმარების აპრილის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. კომპენსაცია ჩაერიცხება 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. „დღეის მდგომარეობით, მარტის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით, თებერვლის თვის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იანვრის თვეს, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ", - აღნიშულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)