|
2021-04-28 15:34:35, 407 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს
თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური,საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე,უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება. „საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე,ფუნქციონირებას არ შეწყვეტენშემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრ ადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნული სამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას; ,,თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას; „თბილისის განვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“. მინდა ყველა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან თბილისს და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისიუქმე დღეებად განისაზღვრა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)