|
2021-04-28 14:57:24, 345 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს
„ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება. „მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენს კრიტიკულ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხი. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიგ ცვლილებებს. ვგეგმავთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ გაზრდილი მანდატით შეძლონ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სისტემური კონტროლი. დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)