|
2021-04-28 14:17:06, 517 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდ ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. მინისტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. „სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაიზერის მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ ასტრა-ზენეკას 86 000 დოზას და სინოვაკის 100 000 დოზას. ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდ ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. ასევე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სულ მალე, ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში. ისინი მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)